ფეხმძიმობა

დღეს მინდა გადავუხვიო სწორი კვების თემას და შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო პოსტი ფეხმძიმობაზე.... ძალიან დიდი სურვილი მქონდა ყოველთვის გამეზიარებინა ჩემი მეორე ფეხმძიმობა იტალიაში, სადაც არსებობს დარგი ოსთეტრია, რომელიც ემსახურება სპეციალურად ფეხმძიმე ქალებს. მინდა გითხრათ, რომ ეს საოცარი გამოცდილება რაც მივიღე ამ პროფესიონალი ადამიანებისგან, დასანანი იქნება, ჩვენს ფეხმძიმეებს რომ არ გავუზიარო.... ოსთეტრია ემსახურება, როგორც თეორიულ აღზრდას როგორც დედა, ასევე ყველაზე მთავარი, როგორ უნდა მოვიქცეთ 9 თვის მანძილზე, როგორ ვიკვებოთ, რა ანალიზები გავიკეთოთ თავი რომ უფრო მშვიდად ვიგრძნოთ და ყველაზე მთავარი როგორ მოვემზადოთ დედობისთვის და ძუძუთი კვებისთვის....
ფეხმძიმობის 7/8/9 თვე ეთმობა პრაქტიკას.... მიდიხარ კლინიკაში სადაც უნდა იმშობიარო და დაწვრილებით გიხსნიან რა მოხდება როდესაც შენი პატარა გადაწყვეტს ამ ქვეყანას მოევლინოს.... განახებენ ბლოკს, სადაც იმშობიარებ, როგორ და რა უნდა გააკეთო იმისთვის რომ გაგიადვილდეს მშობიარობა... როდესაც მიხვალ საავადმყოფოში, ყოველ 30 წთ მონიტორინგი ტარდება , სადაც მოწმდება ბავშვის მდგომარეობა, გულის ცემა და ტკივილის მატება.... გამოყოფილია შენთვის პერსონალური ოსთეტრიკა, რომელიც ყველანაირ მითითებას გაძლებს, გამშვიდებს, გიღიმის და გეუბნება რომ იფიქრო მხოლოდ იმაზე რომ პატარას ეხმარები, რათა იპოვოს გამოსასვლელი გზა.... გეუბნებიან რა პოზიციაში დადგე ტკივილის მატების დროს, რომ ადვილად ჩავიდეს ყელში ბავშვი.... მაქვს ასევე ულამაზესი აპლიკაცია, სადაც ყოველ კვირა ვიგებ ჩემი პატარა როგორაა, რა მდგომარეობაშია, რა განუვითარდა და როგორ უნდა მოვიქცე მე... ვეცდები ყოველ კვირა მოგაწოდოთ ინფორმაცია, პირველი კვირიდან 40 კვირამდე... ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დედისთვის იცოდეს, რა ხდება მის შიგნით.... თუ რა საოცრებაა იყო შემქმნელი და ეს ემოცია იცხოვრო ჩასახვიდან და არა გაჩენიდან...
დაელოდეთ პირველ სტატიას " პირველი კვირა"
მადლობა

Commenti