4 კვირა:

დედა:  
მაშ ასე! ყოველთვის პუნქტუალური იყავით და საათივით აწყობილი ციკლი გქონდათ და ახლა ორი- სამი დღე დაგიგივიანდათ? შეგიძლიათ იყიდოთ ტესტი!
თუ ფეხმძიმედ ხართ, ჰორმონი Hcg- ის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და აუცილებლად დადებითს აჩვენებს.
გილოცავთ!

საშვილოსნო განაგრძობს დარბილებას და არ შეგეშინდეთ თუ სისხლიანი გამონადენი შენიშნეთ. შეიძლება გამოწვეული იყოს ემბრიონის საშვილოსნოზე მიმაგრებისგან, (ინპლანტაციისგან)
სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან ბევრნაირი და ყველა ქალზე სხვადასხვანაირად ვლინდება. ბევრისთვის არაფერი იცვლება, ზოგს შეიძლება  ძილიანობა ქონდეს, ზოგს ღებინება, დაღლილობა, მკერდის ტკივილი, მოჭარბებული ნერწყვი, გაძლიერებული მგრძნობელობა სუნებზე, შეკრულობა.

ბავშვი:
უკვე "რაღაც" ქვია ))) უმცირესი ნაწილაკი ჩვენს კვერცხუჯრედში, რომელიც ახლახანს ჩამოყალიბდა. ნელა-ნელა გახდება უფრო შესამჩნევი და სულ მალე ჩამოყალიბდებიან ე.წ. სანაყოფო გარსები, შემდეგ კი გარდაიქმნებიან ბლასტულად. უკვე უყალიბდება ემბრიონს მისი პაწია ორგანოები... <3

საქმიანობა:
პირველი რაც უნდა გააკეთოთ, დაუკავშირდით თქვენს გინეკოლოგს. თუ ჯერ არ გყავთ დროა აარჩიოთ სანდო და პროფესიონალი გინეკოლოგი, რომელიც გააკონტროლებს თქვენს ფეხმძიმობას..
გააკონტროლეთ კვების რაციონი. ეცადეთ ამოიღოთ კვებიდან გრძელვადიანი კონსერვები, საქონლის ხორცი, უმი ბოსტნეული და გასაფრცქვნელი ხილი. კარგად და საგულდაგულოდ რეცხეთ ყველაფერი.
სვით ბევრი წყალი და 0 % ალკოჰოლი.
ფოლიუმის მჟავა ნუ გადავიწყდებათ , აუცილებელია შენი პატარას სწორი განვითარებისთვის.

საინტერესოა:
ტესტი რეკომენდებულია გაიკეთოთ პირველი შარდით. თუ შეუძლებელია, მაშინ ეცადეთ 4 საათი არ მოშარდოთ და შემდეგ გაიკეთოთ ტესტი. Hcg-ის რაოდენობა რაც მეტი იქნება შარდში, მით მეტი ალბათობა იქნება რომ ტესტი იყოს დადებითი.



Commenti