5 ხრიკი თუ როგორ დავძლიოთ ღამის შიმშილი
ღამით ბევრჯერ გაღვიძებთ შიმშილი? გვიან წვებით და შიმშილს ვერაფერს შველით?
განსაკუთრებით მაშინ როდესაც დიეტას იცავთ და ცოტა კალორიებს იღებთ დღის მანძილზე, უფრო ხშირია ღამის საათებში შიმშილი, იმიტომ რომ ცოტას ჭამთ და ორგანიზმს ენერგია აკლია, ხოდა ზუსტად ღამით ვნებდებით შიმშილს და უაზროდ ვიღებთ ცხიმებს . როგორ დავამარცხოთ ეს შემაწუხებელი შიმშილი?
1. დალიეთ ერთი ჭიქა რძე ძილის წინ
რძე ვინც არ იცით გეტყვით , რომ არ არის სასმელი და არის საკვები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიოთ რძე როგორც სასმელი. ამიტომ რეკომენდებულია თხევადი საკვების მიღება, როგორც რძის , ძილის წინ. ის დაგანაყრებთ და აღარ მოგინდებათ შეამოწმოთ სამზარეულოს კარადები შუაღამისას.
2. არ იყიდოთ სასმუსნაოები
თუ თავს გააკონტროლებთ და არ შეიძენთ სასმუსნაოებს, უფრო მარტივი იქნება ღამით შიმშლის გაკონტროლება. კარადებში არ უნდა გეგულებოდეთ შოკოლადები და კამფეტები. დიდი გაჭრვების დროს მშრალი ხილიც საკმარისი იქნება ან ერთი ჭიქა ბალახეული ჩაი
3. მიირთვით დღეში 5-ჯერ
ნუტრიციონისტები გვირჩევენ, რომ მივირთვათ მაღალკალორიული საუზმე, შემდეგ წავიხემსოთ საუზმესა და სადილს შორის, შემდეგ სადილიც ასევე მაღალენერგიული, ისევ წავიხემსოთ სადილსა და ვახშამს შორის და ვახშამი მსუბუქი. არასდროს გამოტოვოთ არც სადილი და არც ვახშამი
4.მიირთვით ნელა
არ გადასანსლოთ ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით, ნელა-ნელა. კარგად უნდა დაღეჭოთ საკვები რომ დანაყრდეთ
5. ხილი და ბოსტნეული როცა გინდა
განსაკუთრებით ბოსტნეული, რადგან ძალიან ანაყრებს. ვახშმად მიირთვით მარცვლეული სუპები( ლობიოს წვნიანი, ბოსტნეულის წვნიანი, მარცვლეული სუპი, ბარდა და ა.შ.)
ასე დიდხანს დანაყრდებით და ნაკლები შანსია რომ ღამით მოგშივდეთ
წყარო: bigodino

Commenti
Posta un commento