კვირა 5

დედა: დიახ, შეიძლება უკვე გულის რევაც დაგეწყო. ტიპიური სიმპტომია, იმის რომ ორსულობა მიმდინარეობს. ზოგადად ყველა სიმპტომი (დაღლილობა, ხშირი შარდვა, ძილიანობა, რეაქცია სუნებზე) შეიძლება ძალიან შემაწუხებელი იყოს და ჰორმონებმა შეიძლება ხასიათის უცაბედი ცვლილებებიც გამოიწვიოს. უმიზეზო ტირილი და გაბრაზება. გაივლის არაფერია. (აუცილებლად აუხსენით პარტნიორს ამის შესახებ, რომ მეტი მოთმინებით შეხვდეს) ჰორმონალურმა ცვალებადობამ , შეიძლება გამოიწვიოს შეკრულობაც.

შენი სხეული იცვლება... შეიძლება იგრძნო პატარა ტკივილები მუცლის არეში, თუ ტკივილი დიდ ხანს არ გრძელდება და არაა ძალიან ძლიერი, არ შეგეშინდეს. უკვე შეამჩნევდი რომ შენი მკერდი გაიზარდა საკმაოდ, და მემგონი ერთი ზომითაც მოიმატა. რა მაგარია ხო)))
თმაც და კანიც უფრო ელასტიური და მბზინვარეა....

ბავშვი:
ახლა პატარა უფრო სწრაფად ვითარდება.ამ კვირაში პატარას სიგრძეა 2/5 მმ და მისი სიგრძე გაორმაგდება დაახ. 7 დღეში. ნელა-ნელა იკვეთება ხელები და ფეხები და პაწია თავი. ორადაა მოკეცილი და თავი მუცელზე უდევს, მაგრამ სახე ჯერჯერობით არ ჩანს.ახლა შენი პატარას გული ცემს ორმაგად, ვიდრე ჩვენი. ეხოზე გულისცემის მოსასმენად დაელოდოთ მეექვსე-მეშვიდე კვირას... თუ ამ კვირაში გაიკეთებთ ეხოსკოპიას , დაინახავთ მხოლოდ კამერას (სადაც მდებარეობს ბავშვი) და თეთრ გარსს, რომელშიც სისხლის უჯრედები მზადდება შენი პატარასთვის....

საქმიანობა:

გაიმეორე ტესტი, უკვე სანდო იქნება შედეგი. თუ სახლში გაიკეთე პირველი ტესტი, ახლა ლაბორატორიაში გაიკეთე.. იმის გამო რომ ფეხმძიმობა მნიშვნელოვანი და დელიკატურია, თითქმის ყოველ თვე მოგიწევს ანალიზების გაკეთება და ეცადე მიეჩვიო ჩხვლეტას... იმედია არ გეშინია ნემსის.
თუ არ წასულხარ გინეკოლოგთან და მითუმეტეს თუ პირველი ფეხმძიმობაა, ეცადე არ გადადო, იმიტომ რომ პროფესიონალური რჩევები აუცილებლად დაგჭირდება იმისთვის, რომ თავი უფრო მშვიდად იგრძნო.

საინტერესოა:
თუ დაუგეგმავად დარჩი ფეხმძიმედ, არ ჩავარდე პანიკაში... თუ ეწეოდი, თუ დალიე, ან მიიღე რაიმე წამალი.. მშვიდად იყავი, დაურეკე გინეკოლოგს და ის ჩაგაყენებთ მარტივად კალაპოტში..


Commenti